წალკის სოფელ გუმბათის სკოლის ეკოკლუბელები ჟურნალისტებს შეხვდნენ

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს: მარიამ ტაკიძესა და გიორგი მურვანიძეს  შეხვნენ. შეხვედრის მიზანი იყო ჟურნალისტური გამოცდილების გაზიარება.

მოსწავლეებსა და ჟურნალისტებს შორის საინტერესო დიალოგი გაიმართა. ეკოკლუბის წევრებმა დასვეს კითხვები ჟურნალისტის პროფესიის შესახებ, თუ რა სირთულეებს აწყდებიან, ჰქონდათ თუ არა გადაღების დროს საშიშროება, ჰქონიათ თუ არა ქრთამის შეთავაზება რეპორტაჟის სანაცვლოდ, იზღუდებიან თუ არა სახელმწიფოს მხრიდან, რას ნიშნავს კარგი ჟურნალისტი, რამდენად არის ჟურნალისტების უფლებები დაცული და ა.შ. ყველა კითხვაზე ჟურნალისტებმა ამომწურავი პასუხები გასცეს, მოუყვნენ თავიანთ გამოცდილებას, გაიხსენეს კურიოზები და  საფრთხეები, რომლებიც შეხვედრიათ მუაშობის დროს.

ბოლოს  ჟურნალისტებმა მოსწავლეებს  მისცეს რჩევები, თუ როგორ უნდა დაძლიონ კამერის შიში და როგორ უნდა იბრძოლონ დასახული მიზნებისათვის.