ოკუპაციის კვირეული ზუგდიდის სოფელ რუხის სკოლაში

2021 წლის 24 თებერვალს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის ეკოკლუბ eco-warriors-ის ორგანიზებით სკოლაში ჩატარდა ოკუპაციის კვირეული კერძოს კი კონფერენცია.სადაც მონაწილეობა მიიღეს როგორც ეკო-სპიკერმა მეგი ჭეჟია, ეკო-კლუბელებმა მარიამ მირგატიამ, მაგდა ჭეჟიამ და ნინი ბულიამ. პროექტი ორგანიზებული იყო ეკოკლუბის მიერ და ეკოკლუბელებთსნ ერთად სხვა მოხალისეებიც ჩაერთვნენ.

კონფერენციას ესწრებოდნენ ამავე სკოლის დირექტიის თანამშრომლები და ასევე ქართული ენისა და ლიტერატურის და ისტორიის კათედრის წარმომადგებლები. ღონისაძიების ბოლოს ეკოკლუბის წევრებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ მათთვის მთავარი და პრიორიტეტული ამოცანაა მშვიდობიანი გზით აღმოიფხვრას ოკუპაციის შედეგები.

კონფერენცია, რომელიც ეკოკლუბმა რუხის საჯარო სკოლაში ჩაატარა ეხმიანება მდგრადი განვითარების მე-16 და მე-17 მიზნებს, რაც  გულისხმობთ ერთიანი და მშვიდობის გზით პრობლემის აღმოფხვრას.