ძველი ანაგის სკოლის ეკოკლუბმა ხმამაღლა კითხვის საერთაშორისო დღე აღნიშნა

ახალგაზრდული გარემოს დაცვითი კონკურსის - "ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2021"-ის ფარგლებში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ფესვების“ წევრებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 2021 წლის 3 თებერვალს სკოლაში მოაწყეს კითხვის საათი და ხმამაღლა წაიკითხეს შტეფან ცვაიგის ნაწარმოები "უცნობი ქალის წერილი". 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე  მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო! ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზარდონ წიგნის ხმამაღლა კითხვის გამოცდილება და შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

კლუბის მიზანი იყო, რომ გამხდარიყვნენ მსოფლიოს მასშტაბური ღონისძიების ნაწილი. ბავშვები იმედოვნებენ, რომ მათ სკოლაში ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება.