გამწვანების აქცია ბოლო ზარზე

სასწავლო წელი მე-12 კლასელებისთვის მაისის ბოლოს მთავრდება, სხვა კლასებზე უფრო ადრე. შარშან, 2019 წლის ბოლო ზარის ღონისძიებებმა წალკის N1 სკოლაში ჩვეულ საზეიმო ვითარებაში ჩაიარა.

წლევანდელი კურსდამთავრებულების უმეტესობა აქტიური ეკოკლუბელები იყვნენ. მათი ინიციატივით უამრავი გარემოსდაცვითი აქცია ჩატარდა სკოლაში. ახლაც ალამაზებს სკოლას საგრანტო კონკურსის ფარგლებში მათ მიერ დამზადებული ჩიტების სახლები. საზეიმო ღონისძიების ბოლოს, ეკოკლუბის ინიციატივით, სკოლის ეზოში მოეწყო გამწვანების აქცია.

მეთორმეტე კლასელებმა სამახსოვროდ ნერგები დარგეს სკოლის ეზოში. ეკოკლუბის გადაწყვეტილებით, მსგავსი აქცია ტრადიციული გახდება და ყოველი სასწავლო წლის ბოლოს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ახლახალი ნერგებით გაამწვანებენ სკოლის ეზოს.