გარემოსდაცვითი პრობლემა სამეგრელოს სოფელ ხამისქურში

სამეგრელოში, სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლის ეკოკლუბის გუნდი ,,ეკოპატრიოტები’’ ნიკო კეცხოველის კონკურსის ფარგლებში აგრძელებენ თემში არსებული ღელეების დასუფთავებას. მიუხედავად მოსახლეობის მრავალჯერადი გაფრთხილებისა, ნარჩენები და პლასტიკური ბოთლები მაინც იყრება თემში არსებულ ღელეებში.

6 ივნისს გარემოს დაცვის კვირეულის ფარგლებში დასუფთავდა სკოლასთან გამავალი ღელე, რომლის სათავე ურთის მთის კალთაზე იწყება, ღელე დიდდება გახშირებული წვიმების შედეგად, ზაფხულობით კი შრება. ნალექების დროს მას ჩამოაქვს მოსახლეობის მიერ ღელეში ჩაყრილი ნაგავი, აზბესტის ნარჩენები, თუნუქის ქილები, ცელოფნები და პლასტიკური ბოთლები.

"ეკოპატრიოტები" მსგავს დასუფთავების აქციებს მომავალშიც გააგრძელებენ.