საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში ტყის ქუჩა იქნება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო სხდომა გაიმართა, სადაც დღის წესრიგით 30 საკითხი განიხილა. საკრებულოს დეპუტატებმა დედაქალაქის უსახელო რამდენი ქუჩის შესახვევს და ჩიხს სახელს მიანიჭეს, რის შემდეგ თბილისს ნატუსების, ტყის, ქვიშიანის, ზამთრიანის ქუჩები დაემატება.

"ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, ნიკოლოზ ტიხონოვის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ნატუსების სახელის მინიჭების შესახებ (საკრებულოს - №03-03180825 23.03.2018)

ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ჩიხისთვის ტყის სახელის მინიჭების შესახებ (საკრებულოს - №03-03180825 23.03.2018)

ქ. თბილისში, სამგორის რაიონში, დიდ ლილოში, ალიოშა ჯაფარიძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ოთხი შესახვევისთვის ქვიშიანის სახელის მინიჭების შესახებ (საკრებულოს - №03-03180825 23.03.2018)

ქ.თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, იოსებ ჟორდანიას ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის ზამთრიანის სახელის მინიჭების შესახებ (საკრებულოს - №03-03180825 23.03.2018)"- აღნიშნულია დღის წესრიგში.