ევროკავშირის შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის

27 მარტს, ვებინარების ციკლის - "WaSH ადამიანის უფლებები და გარემო'' ფარგლებში ჩატარდა სესია: "ევროკავშირის შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის", რომელსაც უძღვებოდა ნინო სამველიძე.

სხვა ეკოკლუბებთან ერთად, სესიას ესწრებოდა ქალაქ ახმეტის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ MOLLY-ის წარმომადგენელი სოფო თამაზაშვილი.

ეკოკლუბელების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სესიამ საინტერესოდ ჩაიარა.პრეზენტატორს გამზადებული ჰქონდა ბმულები სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებისთვის, რომლის საშუალებითაც შეიძლება გაეხსნას გზა ნებისმიერ ახალგაზრდას ევროკავშირისკენ.

ნინო სამველიძემ ისაუბრა საკუთარ გამოცდილებაზე, დაისვა უამრავი შეკითხვა,რომლებზეც პასუხები სრულად გაიცა.