მარნეულის სოფელ კასუმლოში დაახლოებით ოცდაათი ნაგავსაყრელია

არდადეგების დასრულებისთავე, მარნეულის სოფელ  კასუმლოს საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა დაასუფთავეს სოფლის ცენტრი. როგორც მოსწავლეებმა დაადგინეს, სოფელ კასუმლოში, რომელშიც ათასამდე კომლია, დაახლოებით ორმოცდაათი ნაგავსაყრელია. 

დაბინძურებულია სოფლის არხები და გზები. მოსწავლეები ამბობენ, რომ მარტო საკუთარი ძალებით სოფლის დასუფთავება შეუძლებელია. ისინი აპირებენ მიმართონ სკოლის დირექციას დახმარებისათვის. სკოლაში ოთხასამდე მოსწავლე სწავლობს და თუ ყველა მოსწავლე მონაწილეობას მიიღებს დასუფთავების აქციაში, სოფელიც დასუფთავდება.