ლესიჭინელი მოსწავლეები მათ მიერ შექმნილ მინი-საწარმოში ნარჩენებისგან სუვენირებს ამზადებენ

სამეგრელოში, ჩხოროწყუს სოფელ ლესიჭინეს N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ქლოროპლასტის" წევრებმა ,,ჯუნიორ ეჩვიმენტ საქართველოს" პროექტის ფარგლებში შექმნეს სუვენირების დამამზადებელი მინი კომპანია. საწარმოში პროდუცია იქმნება ნარჩენებით, კერძოდ მოსწავლეები ძველი ხის ჩარჩოებისაგან, რომელიც გამოუსადეგარია ქმნიან სხვადასხვა ზომისა და ფორმის ჩარჩოებს სამახსოვრო, თუ მნიშვნელოვანი საოჯახო სურათებისათვის. 

2017-2018 სასწავლო წელს ლესიჭინეს N1 საჯარო სკოლაში მე-10-ე კლასელებისათვის არჩევით საგნად შეირჩა,, მეწარმეობის საფუძვლები". კლასის 5 მოსწავლე ეკოკლუბის წევრია, დანარჩენები კი აქტიურად არიან ჩართული ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში. ისინი წარმატებით ახორციელებენ ორ საინტერესო და მნიშვნელოვან საქმეს: გარემოს დაწვას და მეწარმეობას.

მდგრადი განვითარტების მიზნებზე დაყრდნობით დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები ემსახურება მოზარდებში სასკოლო ასაკიდანვე განვითარდეს ბიზნეს უნარები და გააცნობიერონ ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში მათი მონაწილეობის აუცილებლობა.