ქუთაისის N32 სკოლის ეკოკლუბელებმა ნარჩენების შესახებ ბუკლეტები დაამზადეს

ავთანდილ დეკანოიძის სახელობის სახელობის ქალაქ ქუთაისის N 32 საჯარო სკოლის ჯგუფმა „პირიმზემ“ ნიკო კეცხველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში დაამზადა ბუკლეტები ნარჩენების შესახებ. რომელიც საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას შეიცავს ნარჩენების შესახებ.

ბუკლეტებში აღწერილია თუ რა არის ნარჩენები, როგორ და საიდან წარმოიქმნება და რაც ყველაზე საინტერესოა ისტორიული ცნობები ვინ და სად დაიწყო ქაღალდის, პოლიეთილენის გადამუშავება და სად შეიქმნა პირველი ნაგავსაყრელი.