ქობულეთის სკოლების დამეგობრებულმა მოსწავლეებმა გურიაში იმოგზაურეს

ქობულეთის სოფელ ალამბრის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ჩვენ და გარემოს"წევრები კვლავ აგრძელებენ პროექტ ნიკო კეცხოველის პრემიის "აღმოაჩინე საქართველოს"ფარგლებში სხვადასხვა სახის აქტივობების განხორციელებას,რაშიც მათ ეხმარება სკოლის დირექცია და თითოეული მოსწავლის მშობელი. ეკოკლუბელები მადლობას უხდის თითოეულ მათგანს.

ამჯერად ეკოკლუბელებმა დამეგობრებულ აჭყვისთავის, წყავროკას, ქვედა სამებას საჯარო სკოლებთან ერთად იმოგზაურეს გურიაში და მოინახულეს ნოდარ დუმბაძის სახლ მუზეუმი. მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ნოდარ დუმბაძის შემოქმედება, ისაუბრეს მისი განვლილი გზის სესახებ და მოირგეს როლები კინოფილმ "მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან"