მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უშგულის ლამარიას გზამკვლევი შექმნეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახის საჯარო სკოლის მერვე კლასის მოსწავლეებმა ეკოკლუბ "მწვანეების" დახმარებით შექმნეს უშგულის ლამარიას გზამკვლევი და 30 იანვარს წარუდგინეს სკოლის მასწავლეებსა და მოსწავლეებს. 

გზამკვლევში აუცილებელ ინფორმაციასთან ერთად შეტანილია ფოტოსურათები, რომელიც დაინტერესებულ პირს გარკვეულ წარმოდგენას უქმნის აღნიშნული ადგილის შესახებ. მოსწავლეებმა პირველ გვერდზე დაიტანეს ინფორმაცია ზოგადად სვანეთის ადგილმდებარეობის შესახებ. შემდეგ გვერდზე მოცემულია ინფორმაცია უშგულის ადგილმდებარეობის და კულტურული მემკვიდრეობების შესახებ. მომდევნო ინფორმაცია მოცემულია სოფელ ჩაჟაშის შესახებ, რომელიც ღია ცის ქვეშ მუზეუმადაა გამოცხადებული. 

დასკვნით ნაწილში გადმოცემულია დაწვრილებითი ინფორმაცია უშგულის ლამარიის მდებარეობის და კულტურული მნიშვნელობის შესახებ.