ხარაგაულის სოფელ კიცხის სკოლის ეკოკლუბი მოსახლეობას ნარჩენების მდგრადი გამოყენებისკენ მოუწოდებს

ხარაგაულის სოფელ კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "მწვანე ხელები" მოუწოდა მოსახლეობას,გამოიყენონ ნაცარი, როგორც ბუნებრივი სასუქი.სოფელ კიცხში მოსახლეობის 100% ზამთარში გასათბობად შეშას იყენებს, აქედან გამომდინარე ნაცარი უხვად გროვდება. 

"მწვანე ხელები"ურჩევს მოსახლეობას-არ გადაყარონ ნაცარი - გამოიყენონ იგი როგორც ბუნებრივი სასუქი, ეს კი გარკვეული რაოდენობით შეამცირებს შხამ-ქიმიკატების გამოყენებას. იგი არის სრულფასოვანი სასუქი ოთახის მცენარეებისათვის, ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურებისთვის. იგი მთლიანად ცვლის კალიუმიან სასუქს.

კალიუმის გარდა შეიცავს ფოსფორს, რკინას, გოგირდს და სხვა. ნაცარი ხელს უწყობს მცენარის ზრდა-განვითარებას, აძლიერებს მის იმუნიტეტს. გარდა ამისა ის გამოიყენება მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლისათვის. ამით შემცირდება შხამ-ქიმიკატების რაოდენობა, ეს კი დადებითად აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე.