ბებერი ვერხვი, რომელიც ქალაქ გირის სავიზიტო ბარათია

ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის მონაწილე ქალაქ გორის N12 სკოლის ეკოკლუბმა მათ მიერ მომზადებული საინტერესო სტატია გამოგვიგზავნა, რომელიც მათი ქალაქის გამწვანებას ეხება. სტატიას მცირე შემოკლებით გთავაზობთ.

ქალაქი გორი საკმაოდ კარგად გამწვანებულ ქალაქებში შედის, ამის მთავარი მზეზი ისაა, რომ გორი სამი მდინარის მტკვრის, ლიახვის და მეჯუდის შესაყარზეა. როგორც ვიცით მდინარეთა ჭალა განსაკუთრებულიად მრავალგავრი მცენარეებით გამოირჩევა და ალბათ ის, რომ გორში უამრავი ხე მცენარე ხარობს სწორედ ამ მდინარეთა ქსელის სიხშირის გამოა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ გორი ატმოსფეროს დაბინძურების კუთხით ნაკლებად დაბინძურებულ ქალაქების რიცხვში შედის, ყოველშემთხვევაში თუ შევადარებთ კასპს ან ზესტაფონს მათთან შედარებით დაბალაია დაბინძურების მაჩვენებელი, რომ აღარაფერი ვთქვათ დიდი ქალაქებზე. ამის მიზეზი გარკვეულწილად ის გარემოებაა, რომ ჰაერის მასები ამ მდინარეთა ხეობებში თავისუფლად მოძრაობენ და შემოაქვთ სუფთა და გრილი ჰაერი. 

თუ ისტორიულ წყაროებსაც მოვიშველიებთ და გორის გამწვანებაში მცენარეთა სახეობებს გადავხედავთ ვერხვები ჭარბობს. ასევე ქალაქში არსებობს ამავე სახელობის ,,ვერხვების დასახლება" სწორედ იმიტომ, რომ აქ უამრავი ვერხვი ხარობს და თავად განაშენიანებულიც არის ამ მცენარეებით გამწვანების ზოლები. ამის დასტურად ვერხვების დასახლების დასაწყისში ერთი განსაკუთრებით გამორჩეული დიდი ხნის ვერხვი დგას, რომელიც უკვე შეიძლება ითქვას ბუნების ძეგლია. 

ჩვენს მიერ გადაღებულ ფოტოზე ამ ვერხვს წარმოგიდგენთ, რომელიც ასე დგას და მომსწრეა ამ ქალაქის ავისა და კარგისა.