ზემო სვანეთში, ყარ–სგურიშის სკოლის ეკოკლუბელები ნენსკრა–ჰესის პროექტის წარმომადგენელს შეხვდნენ

როგორც ცნობილია, ჭუბერის განაპირას, მდინარე ნენსკრაზე შენდება ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური. პროექტს ახორციელებს კორეული წყლის სახელმწიფო კომპანია K-WATER სს ,,საპარტნიორო ფონდთან“ ერტად. როგორც ინვესტორები აღნიშნავენ, კომპანიის პრიორიტეტია პროექტი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელდეს. მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ პროცესში გარემოზე ზემოქმედების შერბილება და მისი უსაფრთხოებაა. 

მაგრამ, ადგილობრივ მოსახლეობას გაუჩნდა ეჭვი იმის თაობაზე, თუ რამდენად უსაფრთხოა გარემოსთვის ამ პროექტის განხორციელება. ბუნებრივად წარმოიშვა კითხვები: ხომ არ გამოიწვევს ეს პროცესი კლიმატის ცვლილებას? ხომ არ შეიცავს საფრთხეს სამშენებლო სამუშაოებით გამოწვეული მტვერი, ხმაური, ვიბრაცია? რა ბედი ელის ადგილობრივ ფლორას და ფაუნას? ხომ არ განადგურდება მდინარის თევზები და წყლის ბიომრავალფეროვნება? და ა.შ. 

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მესტიის სფელ ყარ-სგურიშის სკოლის ეკოკლუბელები დაუკავშირდენ სააქციო საზოგადოება ,,ნენსკრა ჰიდროს“ და შეთანხმდენ შეხვედრაზე. ,,ნენსკრა ჰიდრო“ სპეციალური დანიშნულების კომპანიაა, რომელიც პასუხისმგებელია ნენსკრა ჰესის მშენებლობაზე. 

17 იანვარს ყარ-სგურიშის საჯარო სკოლაში შედგა შეხვედრა კომპანიის წარმომადგენელთან, გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების მენეჯერთან გიორგი ხაპავასთან. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ მასწავლებლები, მოსწავლეები, თემის წარმომადგენლები. გიორგი ხაპავამ აღნიშნა, რომ 2014-2017 წლებში განხორციელდა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ორი შეფასება, რომელთა ფარგლებშიც შესწავლილ იქნა პროექტის მოსალოდნელი ზემოქმედება გარემოზე, მათ შორის საარსებო საშუალებებზე, რეგიონის ფლორასა და ფაუნაზე და სხვა. ამის საფუძველზე შემუშავდა შემარბილებელი ღონისძიებები. მან ასევე უპასუხა ყველა დასმულ შეკითხვას, რათა მოსახლეობაში გაფანტულიყო ეჭვი პროექტის ეფექტიანობის შესახებ. შეხვედრის ბოლოს დამსწრე საზოგადოებას გადაეცა ბუკლეტები "გარემოსთვის უსაფრთხო ნენსკრა ჰესი“.