ვანის სოფელ ბზვანის სკოლის ეკოკლუბმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე გამოკითხვა ჩაატარა

იმერეთში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბზვანის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ბიომ“ ჩაატარა გამოკითხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე ბაზარში. მოსწავლეებმა მოვაჭრეებს ჰკითხეს: რომელი ჯიშის ხილსა და ბოსტნეულს ყიდიან? სად არის მოყვანილი ეს პროდუქცია? ეკოლოგიურად რამდენად სუფთაა? რა ნიშნების გამო შეუძლიათ გაუკეთონ თანიანთ პროდუქციას „რეკლამა“? და სხვა...

მოსწავლეებმა აღრიცხეს და ჩანიშნეს რამდენად ხშირად შეხვდნენ ხილისა და ბოსტნეულის ქართულ ჯიშებს. გუნდის წევრებმა გამოკითხვის შემდეგ იმსჯელეს გამოკითხვაზე მიღებულ შედეგებზე.