მესტიის სოფელ ფარის სკოლის ეკოკლუბში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები განიხილეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბში გაიმართა სემინარი თემაზე: გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები. შეხვედრის ფარგლებში, ეკოკლუბის წევრები გაეცნენ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. შეხვედრაზე დეტალურად განხილულ იქნა 17-ვე მიზანი და გაიმართა დისკუსია საქართველოს განვითარება მდგრადი განვითარების მიზნების ჭრილში. 

მდგრადი განვითარების მიზნების გააზრების მიზნით, სტუდენტების მიერ განხორციელდა პრაქტიკული სავარჯიშო. მდგრადი განვითარების მიზნების გასაცნობად, გამოყენებულ იქნა ჯიგსოუს ტექნიკა, რომლის თანახმადაც, მოსწავლეები დაიყვნენ სამ ჯგუფად, თითოეული ჯგუფიდან შედგა ეექსპერტთა ჯგუფი და მათ განიხილეს ბარათები მდგრადი განვითარების მიზნებისა და მისი კონცემფციის შესახებ.

თითოეულმა ჯგუფმა იმუშავა საქართველოსთვის აქტუალურ თემებზე მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე და შექმნეს მომავლის ქალაქისა და მწვანე ქალაქის კონცეფცია, სადაც პრიორიტეტების მიხედვით ჩამოაყალიბეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები. 

სტუდენტების ნამუშევრებში,პირველ ადგილს იკავებს სოციალური პრობლემების მოგვარება ანუ მდგრადი განვითარების 1 და 2 მიზნის დაძლევა, ეკონომიკის გაძლიერების მეშვეობით, განათლების ხელმისაწვდომობა და რესურსების რაციონალური გამოყენება. შეხვედრის დასასრულს, მათ შეთავაზებული ქონდათ აქტივობა, დაეწერათ ბარათებზე თუ როგორ ქალაქს ისურვებდნენ 5, 10 და 15 წლის შემდეგ. 

სემინარი ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა მონაწილეთათვის. ისინი აღნიშნავდნენ, რომ მათ დეტალურად და სიღრმისულად გაიაზრეს მდგრადი განვითარების მიზნების პოლიტიკის მნიშვნელობა და ის თუ როგორ მიისწრაფის მსოფლიო უკეთესი მომავლის შექმნისათვის ადამიანთა კეთილდღეობისათვის.