ქუთაისელი მოსწავლეები ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მოსახლეობის ინფორმირებას ახდენენ

ქუთაისის N2 საჯარო სკოლის გუნდმა "ედელვაისმა“ მოსწავლეთა თვითმართველობასთან ერთად ჩაატარა მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის საინფორმაციო შეხვედრები ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით . 

ისინი ესაუბრნენ დაინტერესებულ მოსწავლეებს ნარჩენების მართვის აუცილელობის, სეპარირებისა და უტილიზაციის შესახებ . მათ ერთობლივად დაგეგმეს რამდენიმე აქტივობა. მათ შორის მოსახლეობის ინფორმირება. ამ მიზნით მათ დაამზადეთ შესაბამისი ფლაერები და დაარიგეს მოსახლეობაში.