თიანეთის N2 სკოლის ეკოკლუბელებმა გარემოსდაცვითი ხელნაკეთი ჟურნალი "პანდა" დაამზადეს

თიანეთის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა დაამზადეს ხელნაკეთი ჟურნალი "პანდა", რომელიც სკოლის ყველა კლასისთვის არის ხელმისაწვდომი და მას მოსწავლეები სურვილისამებრ გაიცნობენ. ჟურნალში საუბარია ნარჩენების მართის სისტემასა და მისი შემცირების გზებზე, გადამუშავებასა და ხელახალ გამოყენებაზე, ტყეების გაჩეხვასა და წყალზე, სხვადასხვა კატასტროფასა და მათ გამომწვევ მიზეზებზე.

ჟურნალს უკვე გაეცნენ ჩვენი სკოლის მე-6 და მე-9 კლასი მოსწავლეები და ინტერესი სხვა კლასებსაც გააჩნიათ. ტექსტები შედგენილია ისე, რომ ყველა ასაკის ბავშვისთვის გასაგები იყოს სათქმელი, გასახალისებლად კი ჟურნალი ლამაზადაა გაფორმებული.

თიანეთის N2 სკოლის ეკოკლუბელები აპირებენ მსგავსი ჟურნალის დამზადებას ნიკო კეცხოველის ბიოგრაფიისა და შემოქმედების შესახებ..