მარნეულის სოფელ მარადისში მოსწავლეებმა მოსახლებაში კომპოსტის შესახებ შექმნილი ცნობარები დაარიგეს

მარნეულის სოფელ მარადისის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ერთ-ერთი აქტივობა - : „ვისწავლოთ ჩვენ, რათა ასწავლონ სხვებს“ გულისხმობდა მოსახლეობის თვითცნობიერების ამაღლებას. სწორედ ამიტომ, მოსწავლეებმა დაამზადეს ცნობარები კომპოსტისა და დეგრადირებული მიწების შესახებ. 

ბავშვებმა აღნიშნული ცნობარები დაურიგეს სოფლის მოსახლეობას. მოსახლეობის თვითცნობიერების ამაღლება კომპოსტის შესახებ უმნიშვნელოვანესია, რადგან საკვების ნარჩენის 95%, რომელიც შესაძლებელია, დაკომპოსტირდეს, იგზავნება ნაგავსაყრელზე. 

ამ ცნობარებით, მოსახლეობას მიეცემა შანსი გაიგოს თუ როგორ მზადდება კომპოსტი, რა დრო სჭირდება მის დამზადებას, როგორ უნდა გააკეთონ კომპოსტი სახლის პირობებში და ა.შ. მიზანი 2: შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა.