კვლევა: რა აფერხებს ტურიზმის განვითარებას იმერეთში

იმერეთში, სოფელ როკითის სკოლის ეკოკლუბმა მათ რეგიონში ტურიზმთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა, არსებული პრობლემები აღწერა და მეტად საინტერესო სტატიის სახით გამოგვიგზავნა. ამ სტატიას სრულად გთავაზობთ.

ტურისტთან საუბარი ნიკო კეცხოველის პრემიის კონკურსმა ბევრი რამე გვასწავლა და ბევრ რამეზე დაგვაფიქრა. კერძოდ თუ რა მოსწონს და არა ტურისტს, რა არის გასაუმჯობესებელი მომავალში, რომ მათ თავი კომფორტულად იგრძნონ და მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში. ერთ-ერთ ტურისტთან გულახდილმა საუბარმა გამაოცა მიხვდი რა იყო გამოსასწორებელი, ვისაც შეუძლია გამოსწორება დაფიქრდეს და იზრუნოს ამაზე. 

თბილისიდან ქუთაისამდე გზაზე ტუალეტი არ არის, ერთი არის სურამში  - ფასიანი, მაგრამ შიგ შესვლა შეუძლებელია, რადგან არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები, შედარებით უკეთესია ტუალეტები ბენზინგასამართ სადგურებზე, მაგრამ არა მოსაწონი, ზოგან კი კარები დაკეტილია, რადგან მომსახურე პერსონალისთვისაა გათვალისწინებული. ტუალეტი საშინელ მდგომარეობაშია ჯვრის მონასტერში, არ მოეწონათ ყაზბეგში, ბაღში არსებული ტუალეტი და იძულებული იყვნენ რესტორნის ტუალეტით ესარგებლათ. ტუალეტის კარები დაკეტილი დახვდათ სათაფლიაზე. 

ეს საკმარისია საერთო სურათის დასაფიქსირებლად. შემდეგი შევჩერდები ფასების მომენტალურ მომატებაზე. პრომეთეს მღვიმეში მოზღვავებულ ტურისტული ჯგუფების დროს ფასებმა მოიმატა საგრძნობლად 35 ლარი გახდა. ფასები მომატებულია მარტვილის კანიონზე. ნავით გადაადგილება 10 ლარი, ისიც შემცირებული მანძილით. აგვისტოს თვეში ბათუმში დელფინარიუმში. ბილეთები სალაროში არ იყო და გადამყიდველები 25ლარად ყიდდნენ. ფასი მომატებული იყო ბათუმში საბაგიროზეც. ტრასებზე არ უნდა იყიდებოდეს შეუმოწმებელი, უხარისხო თაფლი და ჩურჩხელა. ზოგან რესტორანში არ იყო კარგი ღვინო. ეს სახელს უტეხს ქართულ წარმოებას, ტურისტი აღნიშნავს, რომ ცუდია ინფრასტრუქტურა, დანაგვიანებულია და მოსაწესრიგებელია გზები .