ქობულეთის სოფელ აჭყვას ეკოკლუბი ადგილობრივ ხელისუფლებასთან აქტიურად თანამშრომლობს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა სკოლაში თემის  დეპუტატი ედნარ თურმანიძე მიიწვიეს. დეპუტატთან ერთად სკოლას თემის გამგებელის მოვალეობის  შემსრულებელი კაკო შავიშვილიც ეწვია.  

"არტემიდელებმა" და სამოქალაქო კლუბის წარმომადგენლებმა დეპუტატს და გამგებელის მოვალეობის  შემსრულებელს ესაუბრენ ნიკო კეცხოველის კონკურსის  მიზნებზე. აქედან გამომდინარე სოფლის ლოკალურ დონეზე შექმნილი პრობლემების შესახებაც. კერძოდ კი სოფლის დანაგვიანებული ადგილების  შესახებ, რომელთა გასუფთავებასაც ეკოკლუბელები თავიანთი ძალებით ვერ შეძლებენ. ამიტომაც  ესაჭიროებათ დეპუტატის შუამდგომლობა მუნიციპალიტეტთან, დაეხმაროს სკოლას სოფლის  დანაგვიანებული ლოკაციების გასასუფთავებლად ტექნიკითა და დასუფთავების მუშაკებით. 

სტუმრები გაეცნენ მოსწავლეების მიერ გადაღებულ დანაგვიანებული ადგილების ფოტოებს. მოიწონეს  მოსწავლეების მიერ გაწეული შრომა. კერძოდ - დანაგვიანებულ ადგილებზე განთავსებული ბანერები  წარწერებით, დანაგვიანებული ლოკაციების დასურათება და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობა "საუბრები კარდაკარ“, რომლის მიზანიცაა სოფლის მოსახლეობის ეკოლოგიური ცნობიერების  ამაღლება.

შეხვედრაზე ხელი მოეწერა თემის დეპუტატისა და ეკოკლუბ "არტემიდას“ ურთიერთთანამშრომლობის  დოკუმენტს, რომლის თანახმადაც  მემორანდუმის ფარგლებში ორივე მხარე ითანამშრომლებს სოფელში  ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრისათვის. სტუმრებმა წარმატებები უსურვეს კონკურსანტებს.