დიდი ისტორიის მქონე მეგრული ოდა ჩხოროწყუს სოფელ ახუთში

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთის N 1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,მწვანე რეინჯერები"-ს წევრებმა გადაწყვიტეს მოენახულებინათ და დაესუფთავებინათ მე-19 საუკუნის ძველი ოდა, რომელიც მათ სოფელში მდებარეობს და საინტერესო  ისტორიას გვინახავს.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში,  ოდაში მცხოვრებმა მღვდელმა ანტონ პაპასკირმა სოფელს დაუარსა ორკლასიანი სკოლა, რითაც ბავშვებს განათლების საშუალება მისცა. ამ მღვდლის შვილი ლიდია პაპასკირი იყო საქართველოში პირველი ქალი, რომელმაც დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ეკონომიკის დარგში, უცხოეთში.

სოფელ ახუთის N1 სკოლის ეკოკლუბის წევრებმა არამხოლოდ მოინახულეს ისტორიული მეგრული ოდა, მათ ასევე დაასუფთავეს მისი ეზო და შემოგარენი.