რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთში მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფა ნელი ტემპით მიმდინარეობს

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) ინიციატივით, სხვა რეგიონების პარალელურად, რაჭა–ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის რეგიონშიც ჩატარდა მონიტორინგი, რომლის მიზანი იყო რეგიონში არსებული საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის გამოყოფილი შეშის ქვოტების დადგენა და შეშით სახელმწიფო დაწესებულებების მომარაგების ხარისხობრივი შესწავლა. როგორც რაჭა–ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის CENN–ის კოორდინატორი, ნინო სოხაძე გვამცნობს, მან უკვე განახორციელა  საბიუჯეტო ორგანიზაციების შეშით უზრუნველყოფის მონიტორინგი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში. სოხაძის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით ანიშნულ რეგიონში საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მოთხოვნა გაკეთებულია 1204 კუბამეტრ შეშაზე.  აღსანიშნავია, რომ რეგიონში ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის პროცესი და ამ ეტაპზე სატყეოს გამოყოფილი აქვს მხოლოდ დაახლოებით 32 000 კუბ.მეტრი შეშა. რაჭა–ლეჩხუმი–ქვემო სვანეთის მხარეში კი მოგეხსენებათ ნოემბერში უკვე გვარიანად ცივა.