პრეზენტაციები და სემინარები კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში

პროექტის „ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში სემინარები გაიმართა საქართველოს ორ კუთხეში, კახეთსა და  სამცხე –ჯავახეთში, რომლის მიზანიც იყო სკოლის საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებისათვის „ფოტოსინთეზი 2016“–ის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. კახეთში (გურჯაანში) გამართულ სემინარზე დამსწრეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს კონკურსის პირობებისა და მათ მათ მიერ სკოლებში განსახორციელებელი აქტიბობების შესახებ. გარდა ამისა პედაგოგებმა მოისმინეს და პრაქტიკულად გაიარეს სატყეო პორტალის მნიშვნელობისა და გამოყენების შესახებ. პედაგოგების ინფორმაციით უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ისინი სკოლებში სემინარებს ჩაატარებენ და მოსწავლეებთან ერთად დაიწყებენ „ფოტოსინთეზი 2016“-ფოტომონადირისათვის მზადებას. ფოტო-კონკურსი "ფოტო-სინთეზის" კიდევ ერთი პრეზენტაცია გაიმართა სამცხე-ჯავახეთში, რომელსაც მოხალისე-მოსწავლეები ატარებენ საკუთარ სკოლებში. ამჯერად ქ. ახალციხის # 2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გაეცნენ კონკურსის პირობებს მათივე თანატოლებისგან. აღნიშნული პრეზენტაციის ორგანიზება სკოლის დირექციის დიდი თანადგომით მოხდა. პროექტი ხორციელდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) ის მიერ, პროექტის ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში ფარგლებში. პროექტის პარნიორია დაცული ტერიტორების სააგენტო. პროექტის მხარდამჭერია ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) 12