ნარჩენების სეპარირების საზოგადოებრივ ინიციატივას ქალაქ ონის სკოლის გუნდი შეუერთდა

საზოგადოებრივ ინიციატივას - "შეაგროვე მაკულატურა, გადაარჩინე ტყე!“ რაჭაში, ქალაქ  ონის საჯარო სკოლის გუნდი "ფაზისი" აქტიურად შეუერთდა.

აქციის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის  მერიამ გუნდს გადასცა საინფორმაციო ფლაერები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების ხუთწლიანი გეგმის შემუშავებისა და განხორციელების შესახებ, რომლებიც გუნდის წევრებმა მოსახლეობას დაურიგეს და არსებული პრობლემის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

აღსანიშნავია, რომ ონის მუნიციპალიტეტი იწყებს ქაღალდის ნარჩენების სეპარირებას, რაშიც ნიკო კეცხოველის პრემიის მონაწილე გუნდი "ფაზისი" მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.