საგანმანათლებლო ლაშქრობა ანასეულის ტყეპარკში

ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კაშირის პროექტის ,,მოზარდები საკუთარი უფლებებისათვის’’რომელიც ოზურგეთის ხუთ  სკოლაში ხორციელდება - მორიგი აქტივობა საგანმანათლებლო ლაშქრობას დაეთმო. დაბა ნარუჯას სკოლის ეკოკლუბის წევრები, როგორც სხვა აქტივობებში აღნიშნულ ლაშქრობაშიც აქტიურად ჩაერთნენ.

ლაშქრობა რომელიც ოზურგეთში ანასეულის ტყეპარკში ე,წ. ,,წაბლების’’ ტყეში ჩატარდა, მიზნად ისახავდა მოსწავლეებისათვის გაეცნოთ საველე ლაშქრობის წესები: როგორ უნდა დაიგეგმოს ლაშქრობა, რა აღჭურვილობაა საჭირო, როგორ უნდა მოიქცნენ ექსტრემალურ სიტუაციაში სად და როგორ უნდა გაიშალოს კარავი, როგორ უნდა მოიქცნენ მწერის კბენის შემთხვევაში და სხვა... მოსწავლეები ასევე გაეცნენ ადგილობრივ პირობებში გავრცელებულ მცენარეებს.

მოსწავლეებს ტრენინგი ჩაატარეს სკაუტებმა და  მიწვეულმა ექიმმა.

აღნიშნული აქტივობა მდგრადი განვითარების N3, N4,N11, N15, N16, N17 მიზანს შეესაბამება.