×

გაცნობებთ, რომ შემუშავდა ქულების დაგროვების განახლებული, ონლაინ აქტივობაზე მორგებული სისტემა.

ახალი გზამკვლევი იხილეთ ბმულზე

#დარჩისახლში

შემოგვიერთდით ფეისბუქ ჯგუფში: შემოგვიერთდით

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ნახევარფინალური ეტაპი დასრულდა

 

3 მარტს, ველური ბუნების მსოფლიო დღეს, დასრულდა  ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კონკურსის - ნიკო კეცხოველის  სასკოლო პრემიის ნახევარფინალური ტურების ციკლი, რომელიც საქართველოს 4 ქალაქში მიმდინარეობდა. ნახევარფინალში მონაწილე 150 სკოლიდან გამოვლინდა 32 ფინალისტი გუნდი, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ 21 მარტს მოიპოვონ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია.

          

ნახევარფინალურ ტურებზე მოსწავლეებმა ჟიურის წარუდგინეს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი, სოციალური, საგანმანათლებლო და კვლევითი ღონისძიებები, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ახორციელებულებდნენ და აქვეყნებდნენ სატყეო პორტალზე forestry.ge. ნახევარფინალის მონაწილეები კონკურსში ჩართული 700–მდე სკოლიდან სწორედ მათ მიერ შესრულებული სამუშაოების რაოდენობისა და ხარისხის მიხედვით შეირჩნენ.


         

ფინალისტი სკოლები თბილისს ტყეების საერთაშორისო დღეს ეწვევიან და საზოგადოებას იმ მნიშვნელოვან ცვლილებებს აჩვენებენ, რომელიც, გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, საქართველოს დიდ ქალაქებში თუ მთის პატარა სოფლებში განახორციელეს. დაფუძნებიდან ხუთ წელიწადში კეცხოველის პრემია რეალურად იქცა გარემოსდაცვით ახალგაზრდულ მოძრაობად, რომელსაც სკოლები და შესაბამისად, მოსწავლეები წლიდან წლამდე ემატებიან.   

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ორგანიზატორია CENN, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტთან ერთად. კონკურსის მთავარი მიზანია სამოქალაქო აქტივიზმისა და გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა.


კონკურსი ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით პროექტის -  ტყის მდგრადი მართვა კლიმატისადმი მედეგი სოფლის განვითარებისათვის ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინასური მხარდაჭერით. მისი პარტნიორები არიან სახელმწიფო, საზოგადოებრივი, სამეცნიერო და კერძო ორგანიზაციები ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე.

21 მარტს, ნიკო კეცხოველის პრემიის მოპოვების შესაძლებლობა შემდეგ ფინალისტ სკოლებს ექნებათ:

თბილისი:

1. თბილისის N31 სკოლა;


2. "ქართული სასწავლებელი";

3. სკოლა "შავნაბადა".

სამცხე-ჯავახეთი:

1. სოფელ არალის სკოლა (ადიგენი);

2. სოფელ ლელოვანის სკოლა (ადიგენი).

მცხეთა-მთიანეთი:

სოფელ გალავნის სკოლა (მცხეთა).

კახეთი:

1. სოფელ კაჭრეთის სკოლა (გურჯაანი;


2. ქალაქ თელავის მეოთხე სკოლა;

3. ქალაქ თელავის მეორე სკოლა.

შიდა ქართლი

1. ქალაქ გორის მესამე სკოლა;

2. ქალაქ ქარელის მეორე სკოლა.


ქვემო ქართლი:

სოფელ მარადისის სკოლა (მარნეული).

სამეგრელო-ზემო სვანეთი

1. ქალაქ სენაკის სკოლა-გიმნაზია;

2. სოფელ ხეთას სკოლა (ხობი);

3. სოფელ ფარის სკოლა (მესტია);

4. სოფელ კირცხის პირველი სკოლა (ჩხოროწყუ);

5. ქალაქ ფოთის N11 სკოლა;

6. სოფელ მულახის სკოლა (მესტია);

7. სოფელ თაიას სკოლა (ჩხოროწყუ).

აფხაზეთი

სოფელ ოტობაიას პირველი სკოლა (გალი).

იმერეთი

1. ქალაქ ჭიათურის პირველი სკოლა;

2. სოფელ როკითის სკოლა (ბაღდათი);

3. დაბა ხარაგაულის მეორე სკოლა;

4. სოფელ ბაზალეთის სკოლა (ხარაგაული);

5. ქალაქ ჭიათურის მეხუთე სკოლა;

6. სოფელ კიცხის სკოლა. (ხარაგაული).

რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი

სოფელ რცხმელურის სკოლა (ლენტეხი).



აჭარა:

1. სოფელ თხილნარის პირველი სკოლა (ხელვაჩაური);

2. სოფელ ბობოყვათის სკოლა (ქობულეთი);

3. ქალაქ ქობულეთის პირველი სკოლა.

გურია:

1. დაბა ლაითურის სკოლა (ოზურგეთი);

2. დაბა ჩოხატაურის პირველი სკოლა.