წალკაში მოსწავლეებმა "ზებრა" გადასასვლელები მოხატეს

ქვემო ქართლში, წალკის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და ეკოკლუბ "ახალგაზრდული იდეის" წევრებმა - ალეკო შტადლერმა, მარიამ წერედიანმა, ნინო ვიბლიანმა მეორე სკოლელ სალომე ბოლქვაძესთან ერთად, სათემო ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში, სკოლის წინ "ზებრა" გადასასვლელები მოხატეს. 

მოსწავლეთა უსაფრთხო გადაადგილება აქტუალური პრობლემაა წალაში, რადგან სკოლების მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა აქტიურია. პროექტის შერჩევა მოწავლეებისაგან შედგენილი ჟიურის მიერ მოხდა. ფინანსური უზრუნველყოფა ევროპის ფონდმა განახორციელა. პროექტის უსაფრთხოდ განხორციელებაზე საპატრულო პოლიციამ იზრუნა..