სოფელ ბაზალეთის სკოლის ეკოკლუბის სოციალური აქცია

ხარაგაულის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლას ტრადიციად აქვს, საახალწლოდ პატარა სუვენირებს ამზადებს, შემდეგ გამოფენა-გაყიდვაზე აგზავნის და აღებული თანხით სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხმარებიან. წელს სხვაგვარი აქცია გაიმართა სკოლაში. ეკოკლუბელების მიერ მაკულატურის გაყიდვით შეგროვებულ 40 ლარს, დაემატა საახალწლო ფერადადა მოხატული, ხელნაკეთი ნაძვის ხის საამაშოების გაყიდვით აღებული თანხა და საბოლოოდ 100 ლარი დაგროვდა.

გადაწყვეტილი იყო, ამ თანხით ეკოკლუბელები უნდა წასულიყვნენ ექსკურსიაზე. თუმცა ზამთრის სიცივეში პალიასტომის ტბაზე წასვლას თანხის ქველმოქმედებაში დაბანდება არჩიეს. სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია პატარა ნიკოლოზ ჭიჭიკოშვილის ავადმყოფობის შსახებ. ნიკოლოზი პატარა, ბუთხუზა ბიჭია, რომელიც ძალიან ჰგავს მულტფიილმის პერსონაჟ ,,ლუის" . ნიკოლოზს საზოადოება კარგად იცნობდა, მისი ვიდეოები ხშირად ვრცელდებოდა ხოლმე სოციალურ ქსელში. და ეს პატარა ბიჭი თირკმლის უკმარისობის გამო იტანჯება.

ახალ წელს ექიმების მეთვალყურეობით რამდენიმე საათით გამოუშვეს სახლში, რომ ნაძვის ხე მოერთო, რადგან ძალიან უნდოდა მორთვა და ბვერიც იტირა უფლების მოსაპოვებლად. ამ პატარა ნიკოლოზის დასახმარებლად გადარიცხა ბაზალეთის სკოლამ თავისი შრომით შეგროვებული 100 ლარი. სიკეთე გადამდებია, ნიკოლოზი გამოჯანმრთელდება. ეკოკლუბ "ბაოელებს" კი გაზაფხულზე კიდევ გამოუჩნდებათ თანხა ექსკურსიისათვის. 

სასკოლო აქტივობა გამომდინარეობდა მდგრადი განვითარების მესამე მიზნიდან.