მარადისის სკოლის ეკოკლუბელებმა ძველი სარეცხი მანქანებისგან ნაგვის ურნები დაამზადეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა ძველი, გამოუსადეგარი სარეცხი მანქანებისგან ნაგვის ურნები დაამზადეს. სოფლის ერთ-ერთმა მოსახლემ შეძლო მისი დამზადება . მარადისის სოფლის მოსახლეობა მხარში უდგას ეკოკლუბს, ეხმარება და მონაწილეობას იღებს სხვადასხვა აქტივობის განხორციელებაში. 

ეკოკლუბელებმა ნაგვის ურნები გაღებეს (საღებავი საკუთარი ხარჯებით იქნა შეძენილი). მოსწავლეები ნაგვის ურნების განთავსებას სკოლის ეზოში, ახლად შექმნილ სკვერში აპირებენ. ეკოკლუბელები კიდევ რამოდენიმე ნაგვის ურნის დამზადებას გეგმავენ. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მარადისის საჯარო სკოლის ეზოში უკვე დგას მოსწავლეების  მიერ დამზადებული ნაგვის ურნები .