შეხვედრა გორელოვკის სკოლაში

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის  # 3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თანატოლებსა და პედაგოგებს გაუზიარეს გამოცდილება, რომელიც CENN-ის მიერ ორგანიზებულ ფოტო-ტურში მონაწილეობისას მიიღეს.
გორელოვკის სკოლის მოსწავლეები ახალციხელ და ასპინძელ მოსწავლეებთან ერთად ჯავახეთის დაცული ტერიტორიებს ეწვიენ 25-26 სექტემბერს. ლაშქრობის თავისებურებებისა და  ბუნების მრავალფეროვნების გაცნობასთან ერთად ბავშვებმა გამოცდილი ფოტოგრაფებისგან ფოტოგრაფიის საინტერესო გაკვეთილებიც მიიღეს.
გორელოვკელმა მოსწავლეებმა საკუთარი სკოლის წარმომადგენლებს არა მხოლოდ ტურის შესახებ მოუთხრეს, არამედ CENN-ის მიერ გამოცხადებული ფოტო კონკურსის "ფოტო სინთეზის" შესახებაც ჩაუტარეს პრეზენტაცია.
432