ჭიათურის N1 სკოლის ეკოკლუბმა სოფელ პერევში ბიბლიოთეკის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

ჭიათურის #1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ერთ-ერთი წევრი, ირაკლი არიშვილი იყო პროექტ "საქართველოს მოხალისეს" მონაწილე, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა აქტივობა განახორციელა. გამორჩეული იყო საჩხერის სოფელ პერევის ერთ-ერთი სკოლაში ეზოს ბიბლიოთეკის გახსნა. 

ეკოკლუბის წევრმა იმერეთის სკოლების სხვა  მოხალისეებთან და კოორდინატორთან ერთად შექმნა მინი-პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონებში წიგნების შეგროვებას და საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორ გიორგი კეკელიძესთან თანამშრომლობით ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარე სოფელ პერევში ეზოს ბიბლიოთეკის გახსნა. 

მოსწავლეებმა ასობით წიგნი შეაგროვეს და რაც მთავარია სტუმრობით უდიდესი სიხარული აჩუქეს ადგილობრივებს. მასპინძლებს საქართველოს მოხალისეებმა მიმართეს, რომ მუდამ მათ გვერდით იქნებიან და მომავალშიც განახორციელებენ არაერთ აქტივობას, რომელიც აუცილებლად გაახარებს პერეველ თანატოლებს. 

ჭიათურის N1 სკოლის ეკოკლუბი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ საქმეში იყო ჩართული.