თბილისელი და თიანელი მოსწავლეების ერთობლივი კვლევა შეშის მოხმარებასთან დაკავშირებით

თბილისის სკოლა 'პრომეთეს" ეკოკლუბის წევრები ამჯერად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ღულელების  საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ და ამ  სკოლის მოსწავლეებს გააცნეს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის  მოსაპოვებელ კონკურსში განხორციელებული აქტივობები.  

პრომეთეს" ეკოკლუბის წევრები დაინტერესდნენ, თუ რა რაოდენობის შეშა ჭირდება ღულელების სკოლას ზამთრის სეზონზე გასათბობად. აღმოჩნდა, რომ სკოლას ერთ სეზონზე გასათბობად  80  კუბი ყოფნის.   "პრომეთეს "მოსწავლეებმა შესთავაზეს მასპინძელი სკოლის მოსწავლეებს, ერთობლივად ეწარმოებინათ კვლევა, იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობის შეშა არის საჭირო ზამთრის პერიოდში თითოეული ოჯახისათვის.  

მოსწავლეებმა საკვლევად აირჩიეს სოფელი ღულელები და ზემო ნაქალაქარი. აღმოჩნდა, რომ ერთი ოჯახი , ზამთრის პერიოდში იღებს 7 მეტრ.კუბ შეშას. თუმცა ეს რაოდენობა არ არის საკმარისი, რადგან, როგორც მოსწავლეებმა გაარკვიეს, ბუნებრივი აირი თიანეთის მუნიციპალიტეტის მხოლოდ სოფლების ნაწილშია (დაბა თიანეთსა და მის მიმდებარე სოფლებში), ამიტომ ერწოს ქვაბულში მოქცეულ სოფლებში, შეშა მხოლოდ სათბობად არ გამოიყენება, მასზე მზადდება სადილიც და აბაზანებშიც შეშის ღუმელებით აცხელებენ წყალს.  

გაზიფიცირების პროცესი ღულელების, ნაქალაქარის, სიმონიანთხევის და სხვა თემის სოფლებისათვის ისევ სამომავლო ოცნებად რჩება, ნადგურდება ტყის მასივები, რაც საქართველოს ფასდაუდებელი რესურსია.