სამეგრელოს სკოლები CENN- ის ფოტოკონკურსში ჩაერთნენ

როგორც იცით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის საჯარო სკოლებში მიმდინარეობს ტრეინინგები, სადაც მოსწავლეებს წარედგინებათ პრეზენტაციები CENN- ის მიერ გარემოსა და ბუნებრივი რესურების დაცვის სამნისტროსთან ერთად გამოცხადებული სასკოლო  ფოტოკონკურსის ,,ფოტო სინთეზი-2016’’ ნიკო კეცხოველის სახელობის 2016 წლის პრემიის მოსაპოვებლად და საქართველოს სატყეო პორტალის forestry.cenn.org- ის შესახებ. ტრეინინგები ტარდება მოსწავლეების CENN-ის პროგრამებში ჩართვისა და ფოტოკონკურსში მონაწილეობისას მათი შესაძლებლობების გაზრდის მიზნით. ტრეინინგს უძღვებიან სკოლის მასწავლებლები. აღნიშნულ თემებზე ტრეინინგები უკვე წარმატებულად ჩატარდა  ფოთის #4 , ანაკლიის, თაიას, ნარაზენის, ხეთის საჯარო სკოლებში.   ინიციატივა ხორციელდებატყის მდგრადი მართვა საქართველოშიპროექტის ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. 12 3 4