კონკურსი - „ცხოვრება ჩვენს პლანეტაზე“

კონკურსი - „ცხოვრება ჩვენს პლანეტაზე“

შემოუერთდით დედამიწის საათს, უკეთესი მომავლისთვის!

დედამიწის საათის შესახებ

ყოველი წლის მარტის თვის ბოლო შაბათს, ადგილობრივი დროით - 20:30  საათზე, ადამიანები 190 ქვეყნიდან  ერთიანდებიან იმისთვის, რომ ცნობიერება აამაღლონ ჩვენი სახლისდედამიწის პრობლემების შესახებ და გადადგან ქმედითი ნაბიჯები ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

თუმცა, დედამიწის საათი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ერთი საათი დედამიწისთვის. ეს არის მოძრაობა ჩვენი მომავლისთვის, ხალხისა და პლანეტის საკეთილდღეოდ. ეს არის სოლიდარობისა და ადამიანების ერთობის ძალა   - უკეთესი მომავლისთვის.

დედამიწის საათი აერთიანებს მთელ მსოფლიოს, ადამიანებისა და ჩვენი პლანეტის მხარდასაჭერად.

ამ ურთულეს დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანების გაერთიანება ჩვენი სახლისთვის - დედამიწისთვის. დედამიწის საათი 2022 იწვევს ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ერთად დადგნენ ყველასთვის უფრო უსაფრთხო, სამართლიანი და მდგრადი მომავლისთვის.

დედამიწის საათის ოფიციალური გვერდი:  https://www.earthhour.org/

კონკურსის -„ცხოვრება ჩვენს პლანეტაზეშესახებ

დედამიწის საათთან დაკავშირებით, ნიკო კეცხოველი სასკოლო პრემიის ფარგლებში, ეკოკლუბელებისთვის ცხადდება კონკურსი, რომელიც აერთიანებს დედამიწის საათსა(26 მარტი) და დედამიწის დღეს (22 აპრილი).

მოცემულ საგანმანათლებლო სახელმძღვანელოში პედაგოგებისთვის, რომელიც  მსოფლიოს ყველა სკოლისთვის  ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის WWF  მიერ მომზადდა , თქვენ გაეცნობით დეტალურ ინფორმაციას კონკურსის ფარგლებში ჩასატარებელ აქტივობებსა და მათი დაგეგმვის გზებზე:

·        პირველი აქტივობა - ფილმის, „ცხოვრება ჩვენ პლანეტაზე“, ნახვა და სამუშაო ფაილის შექმნა უნდა განხორციელდეს დედამიწის საათამდე, ან იმავე დღეს - 26 მარტი.

სამუშაო ფაილი გაგვიზიარეთ ელ.ფოსტაზე- mariam.ghlonti@cenn.org ;
აქტივობაში ჩართული ყველა ეკოკლუბი დამატებით
30 ნერგს მიიღებს, გამარჯვებული ეკოკლუბი კი -  50 ნერგს.

·        მომდევნო აქტივობები განხორციელების ბოლო ვადაა - 22 აპრილი.

კონკურსის ფარგლებში ჩატარებული აქტივობების მოკლე აღწერა, მანიფესტი და საბოლოო წარდგენის ფოტომასალა გაგვიზიარეთ ელ.ფოსტაზე - mariam.ghlonti@cenn.org;

აქტივობაში ჩართული ყველა ეკოკლუბი დამატებით 30 ნერგს მიიღებს, გამარჯვებული ეკოკლუბი კი -  50 ნერგს.

შემოუერთდით მსოფლიოს ათასობით სკოლას და მილიონობით ახალგაზრდას, რომლებიც უკვე ჩართულები არიან ადამიანებისა და დედამიწისთვის უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში.

გისურვებთ წარმატებას!