×

ძვირფასო მონაწილეებო, აქტივობების დაგეგმვისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება.

მოგიწოდებთ, უპირატესობა მიანიჭოთ ონლაინ რეჟიმში განხორციელებად იდეებს.

ფიზიკურ გარემოში ჩასატარებელი აქტივობის არჩევის შემთხვევაში, გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცვათ განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული რეგულაციები.

იხილეთ კონკურსის გზამკვლევი ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ, მოგვწეროთ კონკურსის ოფიციალურ ფეისბუქ ჯგუფში ან დაუკავშირდეთ თქვენი რეგიონის კოორდინატორს.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალ წარმატებას!

როგორ მოვიქცეთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს

 
როგორ მოვიქცეთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს
 
 
საინფორმაციო ბროშურა მომზადებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.
 
ბროშურაში შესული ინფორმაცია ასახავს კლიმატის ცვლილებით განპირობებულ შვიდ ძირითად საფრთხეს, რომლებიც განსაკუთრებული რისკის შემცველია საქართველოსთვის - წყალდიდობას, სეტყვას, გვალვას, მეწყერს, ძლიერ ქარს, ზვავსა და ღვარცოფს.
 
ბროშურა მომზადებულია საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის დაცვას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან, მათ შორის, ზემოთ აღნიშნული საფრთხეებისგან, და საქართველოს 11 მდინარის - ენგურის, ჭოროხი- აჭარისწყლის, სუფსას, ნატანების, ხობის, კინტრიშის, მტკვრის, არაგვის, ხრამი-ქციას, ალაზნისა და იორის აუზებში ხორციელდება.
 
ამ შვიდწლიანი პროგრამის შესრულების შედეგად გაიზრდება საქართველოს მოსახლეობის მედეგობა კლიმატური საფრთხეების მიმართ, შემცირდება კლიმატური კატასტროფების ზეგავლენა ინფრასტრუქტურასა და საარსებო გარემოზე, ხოლო 1.7 მილიონი ადამიანი უკეთ იქნება დაცული წყალდიდობისგან, წყალმოვარდნისგან, გვალვისა და სხვა კლიმატური საფრთხისგან.
 
შვიდწლიანი ინიციატივა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“ ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), შვედეთისა და საქართველოს მთავრობების დაფინანსებით.
 
 
 
 
 
გზამკვლევი იხილეთ ქვემოთ მიმაგრებული ფაილის სახით.