×

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020"-ის მონაწილე ეკოკლუბების საყურადღებოდ !

გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი, რომელიც მოცემულია თქვენს პროფილში და, ასევე, განაახლოთ ინფორმაცია გუნდის წევრების შესახებ. (მათ შორის, ასაკი). შეგახსენებთ, გუნდში მონაწილეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წევრს.

ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისათვის

CENN ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (Austrian Development Cooperation) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისათვის.

საგრანტო კონკურსის მიზანია ტყის რესურსების მდგრადი გამოყენებისა და სოფლის განვითარების საკითხებზე ახალგაზრდების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების – შშმ პირების, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, იძულებით გადაადგილებული პირების, ეკომიგრანტების ცნობიერების ამაღლება და, ამ მიმართულებებში მათი უშუალო მონაწილეობის ხელშეწყობა.

 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს შემდეგ სუბიექტებს:

1. ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფები და ეკოკლუბები (სკოლის სახელით);

2. საჯარო სკოლები, ბავშვთა თავშესაფრები, დღის ცენტრები;

3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები (არასამთა ვრობო ორგანიზაცია, ასოციაცია, ფონდი და ა.შ);

4. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები.

 

საგრანტო კონკურსის “ახალგაზრდები მდგრადი განვითარებისთვის” დეტალური სახელმძღვანელო იხილეთ: https://cutt.ly/cymfccf

 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭირო დოკუმენტები იხილეთ გზამკვლევში