×

ძვირფასო ეკოკლუბელებო,
გთხოვთ, აქტივობები გადაიტანოთ ონლაინ რეჟიმში, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე.

#დარჩისახლში

შემოგვიერთდით ფეისბუქ ჯგუფში: შემოგვიერთდით

კავკასია - მსოფლიო ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი

 

კავკასია – მსოფლიო ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი

 

ბოლო 50 წელია, რაც დედამიწის ბიომრავალფეროვნება, როგორც სახეობების, ასევე ეკოსისტემების დონეზე, საფრთხის წინაშე დადგა. ამის მიზეზია ბუნებრივი ჰაბიტატების შემცირება და ანთროპოგენური ფართობების ზრდა, დაბინძურება და სხვა შემაწუხებელი ფაქტორების არსებობა, რაც ჩვენი ცივილიზაციის ტექნოგენურ განვითარებას ახლავს თან.

 

იმისათვის, რომ დედამიწის ბიომრავალფეროვნების კლასიფიკაცია/კატეგორიზაცია მოეხდინათ, შეიმუშავეს სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ტყეების კლასიფიკაციის (Loucks, 1962), ბიომების კლასიფიკაციის (Bailey, 1976, 2014), ბიოგეოგრაფიული ზონების კლასიფიკაციის (WWF/Global 200 scheme of Olson & Dinerstein, 1998) სინთეზზე. შესაბამისად, შეიმუშავეს გარკვეული კრიტერიუმები, რომელთა დახმარებითაც მოახდინეს გლობალური მნიშვნელობის ბიომრავალფეროვნებით ყველაზე მდიდარი და ამასთან, საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორიების იდენტიფიცირება. ეს კრიტერიუმები შემდეგია:

 

1. ბიომრავალფეროვნების სიმდიდრე სახეობებისა და ეკოსისტემების დონეზე

2. ენდემიზმის მაღალი დონე

3. მიმდინარე საფრთხეების ხარისხი

სურ. 1: ეკორეგიონების რუკა

 

 

ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 900-მდე ეკორეგიონი, ხოლო მათგან 238 კონსერვაციული ღირებულებებისაა და საფრთხეების ხარისხის მიხედვით პრიორიტეტულია. ამ ეკორეგიონებს Global 200 ეწოდება. სწორედ ამ 238 ყველაზე მნიშვნელოვან ეკორეგიონებს შორის არის კავკასიისითვის 3 რეგიონი, რომლებიც ფლორის, ფაუნის, ჰაბიტატების, ეკოსისტემების და ლანდშაფტების ნაირგვარობის გათვალისწინებით გამოიყო. ესენია:

1. ზომიერი სარტყელის ფართოფოთლოვანი და შერეული ტყეები/კავკასიის ვარიანტებით

2. ჩრდილო ცენტრალურ აზიური უდაბნოები და ქსეროფიტული ბუჩქნარები

3. ზომიერი სარტყლის სტეპები და ბუჩნარები

 

თავისთავად, ეს ზონები განზოგადებულია და თავის თავში უამრავ ქვეზონას და სხვა გარდამავალ ვარიანტს შეიცავს. ამ სამი წარმოდგენილი ეკორეგიონიდან უმთავრესი, როგორც გეოგრაფიულად, ასევე მრავალფეროვნების მხრივ, ზომიერი სარტყელის ტყეებია.

 

 

 

სურ.2: ცხელი წერტილების რუკა