როგორ მოვამზადოთ სამოქმედო გეგმა?

"ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020"-ის ფარგლებში, ქულების დაგროვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კატეგორია  სამოქმედო გეგმის მომზადებაა.  წინასწარ გაწერილი გეგმა გაგიმარტივებთ აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას. სასურველია, დეტალურად აღწეროთ ეკოკლუბის ის მიზნები და ამოცანები, რომლებზეც საკონკურსო პერიოდის ბოლომდე იმუშავებთ.

შეგახსენებთ, რომ სრულყოფილად გაწერილი გეგმისა და ფოტოების ატვირთვის შემდეგ, ეკოკლუბი დაიმსახურებს 500 ქულას.

გთავაზობთ სამოქმედო გეგმის მომზადების ნიმუშს. კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ Facebook ჯგუფში - ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის მონაწილეები.