მდგრადი განვითარების მიზნები



2015 წლის 25 სექტემბერს გაეროს 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით - „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“.

ეს დღის წესრიგი მოიცავს 17 მიზანსა და 169 ამოცანას.

ახალი მიზნები წარმოადგენენ  გაბედული მდგრადი განვითარების დღის წესრიგის ნაწილს, და ორიენტირებული არიან მდგრადი განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ ელემენტზე:

1. ეკონომიკური ზრდა

2. სოციალური ინკლუზია

3. გარემოს დაცვა



გაიგეთ მეტი თითოეული მიზნის შესახებ მიმაგრებულ ელექტრონულ ბროშურაში.