×

ძვირფასო ეკოკლუბელებო,
გთხოვთ, აქტივობები გადაიტანოთ ონლაინ რეჟიმში, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე.

#დარჩისახლში

შემოგვიერთდით ფეისბუქ ჯგუფში: შემოგვიერთდით

ფრინველების საოცარი მოგზაურობა

ფრინველების გადაფრენის სეზონი ოქტომბრიდან იწყება და რამდენიმე თვე გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ასობით სახეობის მილიონობით ფრინველის სატრანზიტო ტერიტორიად იქცევა.

 სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ინფორმაცია და იდეეები, რომელიც მოსწავლეებს და მასწავლებლებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობების განხორციელების შესაძლებლობას მოგცემთ. ესენია: ზოგადი ინფორმაცია, კვლევა, შემოქმედებითი მუშაობა, ექსკურსია ფრინველების სანახავად, თამაში.

გამოიყენეთ ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, დაგეგმეთ ინტელექტუალური და სასიამოვნო აქტივობები, დააგროვეთ ქულები და რაც მთავარია, მონაწილეობა მიიღეთ მსოფლიოს ველური ბუნების დაცვაში.

 არ დაგავიწყდეთ, რომ „ფოტოსინთეზის“ წლევანდელი თემაც ფრინველებია („ჩვენი ფრთოსანი მეგობრები“), რომელსაც CENN National Geographic-თან ერთად ახორციელებს. ასე რომ, შეიძლება ამასობაში მშვენიერი ფოტოების გადაღებაც შეძლოთ და საერთაშორისო ფოტო–კონკურსის მონაწილეები გახდეთ.