16 მაისს ოზურგეთუს მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა განახორციელეს პროექტი "დაფნის გაშენება სკოლის ეზოში". პროექტის მიზანი იყო, დაფნის როგორც, საუკეთესო, ეთერზეთოვანი მცენარის გამრავლება სკოლის ეზოში.
დაფნა საუკეთესო დეკორაციული მცენარეა. იგი მიეკუთვნება დაფნისებრთა ოჯახს, მარადმწვანეა, ხეშეშფოთლიანი, მოლურჯო- შავი კურკითაა წარმოდგენილი. მოსწავლეებმა წინასწარ მოამზადეს ორმოები, გააფხვიერეს ნიადაგი. ბუნების მასწავლებელმა აუხსნა, რომ ნაკელის შეტანა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მცენარის ზრდა-განვითარებას. მოსწავლეებმა მასწავლებლის მითითებით წინასწარ მოამზადეს დაფნის მცენარეზე ინფორმაცია. დაფნის ღირსებაა, რომ გამოიყენება კულინარიაში, საკონდიტრო სუნელ- სანელენლად. მცენარე მართალია ნელა იზრდება, მაგრამ ის ბუნების ნამდვილი საჩუქარია.
ამ მცენარის გამოყენება ბევრი რამისთვის შეგვიძლია. ის გამოირჩევა, როგორც გემოვნური, ისე სამკურნალო თვისებებით. აქტივობამ დიდი მოტივაცია გაუჩინა მოსწავლეებს. გურიანთელი ეკოკლუბელები მომავალში გეგმავენ, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და დაფნის კულტურის პოპულარიზაციას სოფელ გურიანთის თემში.