კვლევა: ქალაქ რუსთავის ტყე-ჭალის მდგომარეობა და პერსპექტივები

1 მარტს ქალაქ რუსთავის #14 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა და ეკოკლუბ "ნერგების აქტივისტთან ერთად  დაათვალიერეს რუსთავის ტყე-ჭალის მდგომარეობა, შეისწავლეს ტერიტორია, გადაუღეს ფოტოები კვლევის ჩატარების მიზნით. მათ სურთ დაადგინონ თუ როგორ მდგომარეობაში იმყოფება დღეს რუსთავის ტყე-ჭალა, როგორი იყო იგი ადრე, როგორ შეიძლება გამოყენებული იქნას აღნიშნული ტერიტორია ეკონომიკური მიზნებისათვის. მათ დაათვალიერეს ეს ტერიტორია და მიმდებარე ტერიტორია. ნახეს უამრავი ნაგავი დაყრილი ადამიანების მიერ, პლასტმასის ბოთლები, პოლიეთილენის პარკები. ჩაინიშნეს აღნიშნული მონაცემები, რომელიც საკუთარ კვლევაში დასკვნის სახით წარმოადგინეს. ასევე დაათვალიერეს იპოდრომი, რომელიც მდებარეობს რუსთავის ტყე-ჭალის ტერიტორიაზე. შექმნილია და ათვისებულია რეკრეაციული მიზნებისათვის. აქაც გადაიღეს სურათები, მოინიშნეს მნიშვნელოვანი ობიექტები.

მე-8 კლასელებმა დასრულებული ნაშრომი წარმოადგინეს 2024 წლის 7 მარტს. მოამზადეს პრეზენტაცია და გაუზიარეს თანატოლებს. მათ იასაუბრეს, რომ ადრე აქ იყო ჭაობები, რომელშიც ბინადრობდნენ მავნე მწერები და მღრღნელები. აქ არსებული ტყე გაიჩეხა , რამაც ხელი შეუწყო ჭაობების გავრცელებას.მათ წარმოადგინეს ცხრილის სახით მონაცემები თუ რა ნაწილი უკავია ქალაქ რუსთავის ტერიტორიის სხვადასხვა ზონებს.

რამ გამოიწვია ტყე-ჭალის დაბინძურება? პრეზენტატორებმა აღნიშნეს, რომ გაიჩეხა აქ არსებული ტყე. მე-19 მიკრ.რ რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს, ზოგიერთი კერძო სახლი მდ. მტკვრის სანაპიროზეა აშენებული. აქ ხდება ინერტული მასალების მოპოვება, რომელიც გაანადგურებს ტყე-ჭალას, როგორც ეს მოხდა გაციანთან, მარცხენა სანაპიროზე. ჭალის ტერიტორია დაბინძურებულია პოლიეთილენისპარკებითა, საყოფაცხოვრებო ნარჩენებითა და პლასტმასის ბოთლებით, შესაძლებელია ამ ტერიტორიის დასუფთავება და აქ რეკრეაციული ზონის მოწყობა, დასასვენებელი სკამებით, გამწვანებით და სანაგვე ურნებით. ასევე აღნიშნეს რომ ქალაქის მერმა ნ. ლაცბიძემ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ითვალისწენებს ჭალის ტყის აღდგენა-განვითარებას. პრეზენტაცია საინტერესო იყო. იყო კითხვებიც აუდიტორიიდან.