22 აპრილს მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის სკოლის ეკოკლუბმა დედამიწის დღე აღნიშნა. ეკოკლუბის მიერ განხორციელებული ერთ-ერთი გარემოსდაცვითი აქტივიობა იყო დასუფთავების აქციის ჩატარება სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ქაოტურად ეყარა პლასტმასის ბოთლები და პოლიეთილენის პარკები.
იმის გათვალისწინებით, რომ აქ ძოვს სოფლის მოსახლეობის შინაური პირუტყვი, აღნიშნული ნარჩენები საფრთხეს წარმოადგენს მათთვის და ასევე ბუნებასაც აბინძურებს. მოსწავლეებმა უსაფრთხოების წესების დაცვით, ხელთათმანებიანი ხელებით დაასუფთავეს შერჩეული ტერიტორია და ნარჩენები ნაგვის ურნაში განათავსეს.
გარდა ამისა, სკოლის ღობესთან ეყარა ზამთარში დიდთოვლობის დროს ხეების ჩამომტვრეული ტოტები, რომლებიც სკოლის ეზოს იერსახეს ამახინჯებდა, მოსწავლეებმა შეაგროვეს სკოლის შეშის საწყობში განსათავსებლად, ვინაიდან სკოლა შეშაზე თბება, მომავალ ზამთარში შესაძლებელი იქმება მათი დაწვა.