ორგანიზაცია CENN-ის მხარდაჭერით მოხდა თბილისის N137 საჯარო სკოლის ეკოკლუბის დაკავშირება მცხეთის მუნიციპალტეტის სოფელ წილკნის საჯარო სკოლის დირექტორთან, რომელსაც ეკოკლუბის ხელმძღვანელმა ვიკა ქუთათელაძემ გააცნო ეკოკლუბის იდეა, ჩასულიყვნენ მათთან და გაეცნოთ კლუბის წევრების საქმიანობა და გამოცდილება რაც ამ 3 წლის განმავლობაში დაუგროვდათ კეცხოველის პრემიაში მონაწილეობის დროს. 137-ე საჯარო სკოლას დიდი სურვილი და მზაობა გააჩნია, რომ ამ პროექტში ჩაერთოს წილკნის საჯარო სკოლა და ამ საქმეში ყველანაირ დახმარებას გაუწევენ თბილისელი ეკოკლუბელები თუ კლუბის ხელმძღვანელი.
3 აპრილს შედგა ვიზიტი წილკნის საჯარო სკოლაში, სადაც GREEN GENEReTION-ს შეხვდა დირექტორი ქალბატონი დიანა, სასწავლო ნაწილი, რომელიც ფასილიტატორობას გაუწევს მომავალ ეკოკლუბელებს და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ სურვილი გახდნენ ეკოკლუბის წევრები.
ეკოკლუბელებმა - თორნიკე კოპალეიშვილმა და მარიამ სხულუხიამ წარუდგინეს პრეზენტაცია, სადაც დაწვრილებით ისაუბრეს ამ პროექტის შესახებ, 137-ე საჯარო სკოლის 3 წლიან გამოცდილებაზე. სხვადასხვა გარემოსდაცვით თუ მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების პროცესებზე. თანატოლებს მოუწოდეს ამ პროექტში ჩართულების აუცილებლობაზე, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია როგორც გარემოს კეთილდღეობისთვის, ისე თითოეული ადამიანის განვითარებისთვის.