2016 წლისათვის, ქალაქ თელავის მერიის მიერ სოციალურად დაუცველ ოჯახების საშეშე მასალით მომარაგებისათვის გათვალისწინებული დახმარება 23,700 ლარით იზრდება.
2015 წელს თელავის მერიამ ქალაქის ბიუჯეტიდან 210, 000 ლარი გამოყო სოციალურად დაუცველი ოჯახების სათბობი შეშით უზრუნველსაყოფად. 29 დეკემბრის მდგომარეობით ათვისებულია 183, 080 ლარი და 796 ოჯახია დაკმაყოფილებული. სულ დაგეგმილია 913 ოჯახის განცხადებაზე რეაგირება.
აგვისტოს თვეში დაკმაყოფილდა-107 ოჯახი, სექტემბერში-509, ოქტომბერში-97, ნოემბერში-44, ხოლო დეკემბერში-18 ოჯახი. მათ შორის 100% დაკმაყოფილდა იმ ოჯახების რაოდენობა რომელთა სოციალური სტატუსის ქულა 57 000 და ნაკლებია.
2016 წელს სოციალურად დაუცველი ოჯახების სათბობი შეშით მომარაგებისათვის გათვალისწინებულია 233,700 ლარი და ასევე იზრდება სარეიტინგო ქულა 100 000–მდე.
ქალაქის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახების სათბობი შეშით მომარაგებისათვის დახმარებას გასცემს ფულადი სახით ხოლო, შეშის შეძენას მოქალაქეები თვითონ ახდენენ. ქალაქ თელავის მერია სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა სათბობი შეშით არ აფინანსებს სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციზაციებს.