აჭარის 255 სკოლიდან, 122 შეშით თბება

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 255 საჯარო და კერძო სკოლაა, მათგან 133 სკოლა თბება გაზზე და დიზელის საწვავზე მომუშავე ცენტრალური გათბობის სისტემით,  122 სკოლა კი შეშით. შეშის მომხმარებელი სკოლების მიერ 2014-2015 სასწავლო წლებში მოხმარებული იქნა 4467 მ3 შეშა, 2015-2016 წწ. მოთხოვნა გაკეთებულია 4388მ3 ზე. ბათუმის რესურსცენტრის შემადგენლობაში არსებული ყველა  სკოლა გათბობის საშუალებად ბუნებრივ გაზს და დიზელის საწვავს იყენებს. ქობულეთში არსებული 50 საჯარო და კერძო სკოლიდან  20 სკოლაში შეშა გათბობის ძირითადი საშუალებაა. მოთხოვნილი შეშის რაოდენობა 359 კუბ. მეტრია. ხელვაჩაურის რესურსცენტრის 35 სკოლიდან შეშის მომხმარებელი სკოლების რაოდენობა 15-ია, მიმდინარე წელს დამზადებულია 218 მ3 . ქედის 30 საჯარო და კერძო სკოლიდან გათბობის საშუალებად შეშას იყენებს 20 სკოლა, სულ 461 მ3 . სკოლების ნაწილი თბება ელექტრო ღუმელების საშუალებით. ერთი სკოლა გათბობის საშუალებად  ქვანახშირზე და ერთი შეშაზე მომუშავე ცენტრ. გათბობის სისტემას იყენებს, დანარჩენი ჩვეულებრივ დიზელის საწვავზე მომუშავე გათბობის საშუალებით თბება. შუახევის რესურსცენტრში 5 სკოლა თბება დიზელის საწვავზე და ერთი შეშაზე მომუშავე ცენტრალური გათბობის სისტემით,  ხოლო 39  შეშის ღუმელით. მოხმარებული შეშის რაოდენობა 1588მ3 -ია. ხულოს 50 სკოლიდან 13 იყენებს დიზელის საწვავზე მომუშავე ცენტრალური გათბობის სისტემას, 37 სკოლა კი   ყოველწლიურად ხარჯავს 1762 კუბ. მეტრ შეშას. ენერგო ეფექტური ღუმელებს იყენებს ქობულეთის 2 საჯარო სკოლა. შეშის მომარაგება  ძირითადად იწყება აგვისტოს მეორე ნახევარში და მთავრდება ნოემბრის თვეში. ბოლო სამი წლის მონაცემების მიხედვით მოხმარებული შეშის რაოდენობის კლების ტენდენცია არ ფიქსირდება. კვლევა მომზადებულია CENN-ის მიერ „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია ADC  ავსტრიის განვითარების სააგენტო.