5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კაჭრეთის ეკოკლუბელებმა სკილის ეკო-ჰაბში მე-3 კლასელებისთვის მოაწყვეს ანიმაციური ფილმის ,,უოლ-ი“-ს ჩვენება. ამ აქტივობის მიზანი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო.
უოლ-ი ადამიანებისგან მიტოვებულ ნაგვით სავსე დედამიწაზე დარჩენილი უკანასკნელი რობოტია. იგი წლიდან წლამდე შრომობს დაცარიელებულ დედამიწაზე და წმენდს პლანეტას ნაგვისგან, რომელიც ადამიანებმა კოსმოსში წასვლამდე დატოვეს.
პატარებს მულტიპლიკაციური ფილმი ძალიან მოეწონათ და გამოთქვეს აზრი, რომ გარემოს დაბინძურებას მძიმე შედეგებამდე მივყავართ. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ გარემოს!