ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაური საჯარო სკოლას ესტუმრნენ თბილისის "ქართული სასწავლებლის" მოსწავლეები და მათი ხელმძღვანელი რომელიც კურირებს "ნიკო კეცხოველის პრემია 2019"-ს.
თბილისელმა ბავშვებმა გუდაურის სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარეს პრეზენტაცია, სადაც გააცნეს პრემიის შინაარსი და მიზანი. ესაუბრნენ ნიკო კეცხოველის ღვაწლსა და დამსახურებზე და ბავშვებს გაუჩნდათ დიდი სურვილი და მოტივაცია აქტიურად ჩაბმულიყვნენ ამ პროექტში.
"ქართული სასწავლებელი" დაეხმარა გუდაურის საჯარო სკოლას გუნდის ჩამოყალიბებასა და აღნიშნულ კონკურსში ჩართვაში. სტუმრებმა საჩუქრად ჩაიტანეს პრემიის პლაკატი და "ჩემი მიზნების წიგნი", რომლებიც გადაეცა გუდაურის საჯარო სკოლის დაინტერესებულ მოსწავლეეებს.